top of page

უფასო
კონსულტაცია

ფასადის გამწვანება უნიკალორი გამოცდილების შესაქმნელად

  • Greenart
  • May 14
  • 2 min read

ფასადის გამწვანება უნიკალორი გამოცდილების შესაქმნელად​


ბეტონით მოპირკეთებული ქალაქის ფარგლებში ბიზნესის ფასადის გამწვანება უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ მომხიბვლელი ექსტერიერის შექმნის საშუალება. აღნიშნული ელემენტის ინტეგრირება წარმოადგენს ჭკვიანურ და ორიგინალურ სტრატეგიულ სვლას, რომლის გამოყენებაც ბიზნესის განვითარების გეგმას ბევრად უფრო ეფექტურს ხდის. ფასადის გამწვანების სერვისი უზრუნველყოფს ბრენდის იდენტობის გამოკვეთას და ბიზნესის უკეთ პოპულარიზაციას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც გადატვირთულ და კონკურენტუნარიან სფეროში გიწევთ გზის გაკვალვა წარმატებისკენ.


ფასადის გამწვანება და ბრენდირება თანამედროვე ტენდენციების მიხედვით


ბიზნესის ფასადი კლიენტებთან და ვიზიტორებთან ინტერაქციის პირველ საფეხურს წარმოადგენს. სწორედ მისი საშუალებით ექმნებათ ადამიანებს პირველი შთაბეჭდილება თქვენი თანამშრომლების, ბრენდის ფასეულობებისა და შემოთავაზებული სერვისის ხარისხის შესახებ. შესაბამისად, ბუნებრივი ელემენტებით ფასადის გამწვანება ლოიალური აუდიტორიის ჩამოყალიბებისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს. სწორედ მსგავსი მარკეტინგული სტრატეგიის შესანიშნავ მაგალითს წარმოადგენს „Apple”-ს მიერ არჩეული კურსი. ცნობილი ბრენდი ახალი ფილიალების გახსნისას ყოველთვის დიდ პრიორიტეტს ანიჭებს ექსტერიერში ორგანული ელემენტების ინტეგრირებას. მსგავსი სტილის გამოყენებით გაფორმებული მოდერნისტული არქიტექტურა უფრო მომხიბვლელად გამოიყურება. ამასთანავე, მაღაზიის ფასადის გამწვანება კომპანიის ინოვაციურ მიდგომებსა და მუშაობის სტილს უსვავს ხაზს.





ფასადის გამწვანება ვიზიტორების და კლიენტების მოსაზიდად


კვლევების მიხედვით დამტკიცდა, რომ ფასადის გამწვანება იწვევს ბიზნესის პოპულარობისა და შემოსავლის შესამჩნევ ზრდას. მაგალითად, საცალო გაყიდვის სფეროს წარმომადგენლებისთვის ეს განსაკუთრებით სასარგებლოა. ფასადის გამწვანება მსგავსი ტიპის ბიზნესის შემოსავალს და ვიზიტორების რაოდენობას დაახლოებით 20%-ით ზრდის. აღნიშნულ პოზიტიურ გავლენას რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველ რიგში, ბრენდების მიერ ლამაზი და ესთეტიური ფასადის შექმნაზე ზრუნვა ხაზს უსვას იმას, თუ რამდენად ღირებულია მათთვის მომხმარებლებზე ზრუნვა და მათთვის ხარისხიანი სერვისის შეთავაზება. ამასთანავე, ყვავილებით გაფორმებული ფასადი ადამიანებს ყოველთვის უფრო მეტად აღვივებს სივრცეში შესვლის სურვილს. ამის შესანიშნავ მაგალითს წარმოადგენს „The Body Shop”-ის მიერ შერჩეული ექსტერიერის გაფორმების სტრატეგია. ყვავილებითა და ბუნებრივი ელემენტებით გამწვანებული ფასადი ბრენდის ღირებულებებს შესანიშნავად გამოხატავს და კომპანიის სამიზნე აუდიტორიასაც უფრო მარტივად იზიდავს.


გარე სივრცის გამწვანება - მეტი კომფორტისთვის


კაფის ფასადის გამწვანება ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა კლიენტების რაოდენობის გასაზრდელად და ასევე ვიზიტების ხანგრძლივობის გასაზრდელად. მსგავს ეფექტს ბუნებრივი ელემენტების ფსიქოლოგიური გავლენა იწვევს. ლამაზი ყვავილებით გაფორმებულ გარემოში ადამიანებს უმცირდებათ სტრესი და უადვილდებათ განტვირთვა, რის გამოც მათ გასტრონომიულ სივრცეში უფრო დიდი ხნით დარჩენის სურვილიც უჩნდებათ. აღსანიშნავია, რომ რესტორნის გარე სივრცის გამწვანება საშუალოდ 30%-ით ზრდის ბიზნესის შემოსავალს. ამასთანავე, გარე სივრცის გამწვანების სერვისი და ზოგადად ექსტერიერის მცენარეები სოციალურ მედიაში პოპულარობის მოპოვების უმარტივეს საშუალებას წარმოადგენს. მაგალითად, ლამაზი ფასადის ფოტოების გაზიარება ინსტაგრამის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტრენდს წარმოადგენს. ეს ფაქტიურად უფასო მარკეტინგული კამპანიის ტოლია და უამრავ პოტენციურ კლიენტს აცნობს თქვენს ბრენდს. 




 
 
bottom of page