top of page

უფასო
კონსულტაცია

ოფისის გამწვანება ბრენდის განვითარებისთვის

  • Writer: Sandro Babunashvili
    Sandro Babunashvili
  • May 14
  • 1 min read

ოფისის გამწვანება ბრენდის განვითარებისთვის​


თანამედროვე სამუშაო სივრცეების მოწყობისას უპირატესობა მინიმალისტურ დიზაინს და ღია სივრცეებს ენიჭება. თუმცა, წარმატებული ბრენდებისთვის საოფისე ინტერიერის კიდევ ერთ აუცილებელ ნაწილად ნატურალური ელემენტები ითვლება. ოფისების გამწვანება კომპანიისთვის უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ესთეტიკის გაუმჯობესების საშუალება. აღნიშნული სტრატეგიის გამოყენებით შესაძლებელია ბრენდის იდენტობის გამოკვეთა, შემოსავლის გაზრდა და თანამშრომლების კეთილდღეობაზე ზრუნვა. უახლესი ტენდენციების მიხედვით, სოლიდური კორპორატიული იმიჯის ჩამოსაყალიბებლად ლამაზი და ნატურალური ელემენტებით გაფორმებული სამუშაო სივრცის მოწყობა აუცილებლობადაც კი ითვლება. შესაბამისად, ოფისის გამწვანების სერვისი კონკურენტუნარიანი ბრენდის შექმნის მსურველებს შორის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და პოპულარულ მომსახურებად იქცა.


ოფისის გამწვანება პროდუქტიულობის გასაზრდელად


სამუშაო სივრცეში ყვავილების განთავსება ინტერიერის გალამაზებასთან ერთად ყოველდღიურ სამუშაო პროცესებზეც დიდ გავლენას ახდენს. ოფისების გამწვანება პირდაპირ გავლენას ახდენს თანამშრომლების პროდუქტიულობასა და კრეატიული გადაწყვეტილებების მიღების უნარზე. კვლევების მიხედვით, ბუნებრივი ელემენტებითა და ყვავილებით გაფორმებულ გარემოში პერსონალის პროდუქტიულობა საშუალოდ 6%-ით, ხოლო კრეატიულობა 15%-ით იზრდება. აღსანიშნავია, რომ ოფისის გამწვანების სერვისი ასევე თანამშრომლების კეთილდღეობაზე ზრუნვისკენ გადადგმულ ნაბიჯსაც წარმოადგენს. ამასთანავე, გამწვანებული სივრცე ოფისის ვიზიტორებისთვის იდეალური პირველი შთაბეჭდილების შექმნის საუკეთესო გზას წარმოადგენს. მისი დახმარებით ბევრად უფრო მარტივად ხდება თქვენი ბრენდის იდენტობის ასოცირება მოდერნისტულ და პროდუქტიულ მიდგომებთან. შესაბამისად, ოფისის გამწვანება განაპირობებს როგორც ბიზნესის მდგრად განვითარებას, ისე შემოსავლისა და თანამშრომლების კმაყოფილების დონის ზრდას.





ოფისების გამწვანება - ცნობილი კომპანიების ფილოსოფიის ნაწილი​


„Amazon”-ის სათავო ოფისების ტერიტორიაზე უკვე 40 ათასზე მეტი ყვავილია განთავსებული, ხოლო „Apple“ სამუშაო კორპუსების დაგეგმარებისას პირველ რიგში სწორედ გამწვანების ფაქტორს ითვალისწინებს. ცნობილი კომპანიის წარმომადგენლები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ საოფისე სივრცე იდეალურად იყოს მორთული ბუნებრივი ელემენტებითა და ბაღებით. „Apple“-ის ფილოსოფიის მიხედვით, გამწვანებულ გარემოში მომუშავე თანამშრომლები ყოველთვის უფრო კმაყოფილები არიან. ეს პოზიტიურად მოქმედებს მათ პროდუქტიულობაზე და ზოგად კეთილდღეობაზეც. „University of Melbourne“-ის ასევე დადგინდა ისიც, რომ ოფისების გამწვანება პოზიტიურ ზეგავლენას ახდენს თანამშრომლების კონცენტრაციის უნარზე. შესაბამისად, ოფისების გამწვანება ბიზნესისთვის საკმაოდ ჭკვიანურ და გრძელვადიან ინვესტიციად შეიძლება მოვიაზროთ.









 
 
bottom of page