Create Your First Project
Start adding your projects to your portfolio. Click on "Manage Projects" to get started
ბაზარი ორბელიანზე — სიმწვანე ქალაქის გულში
დამკვეთის შეფასება
გრინ არტთან თანამშრომლობა ძალიან კომფორტულია. პროექტს საწყისი ეტაპიდან ბოლო შტრიხებამდე, მცენარეების რეგულარული მოვლის ჩათვლით, ასრულებენ ეფექტურად და ხარისხიანად. მარტივად და უმტკივნეულოდ შეუძლიათ ნებისმიერი გაუთვალისწინებელი ხარვეზის გამოსწორება. გრინ არტი ჩვენი გამწვანების ძალიან სასიამოვნო პარტნიორია.
ლოკაცია
3a Vekua Street, Tbilisi
შემსრულებლები
ლიკა ბაბუნაშვილი, ნატა გოგია
აგრარული ბაზარი და კვების ჰოლი ერთ სივრცეში — თანამედროვე თბილისში უნიკალური ადგილი, სადაც ყოველდღიურად უამრავი ადამიანი იკრიბება.
Greenart-ის ამოცანა იყო სივრცისთვის ახალი სუნთქვის მიცემა — შიგნით სტრელიციით, დრაცენითა და ფიკუსით ვამშვენეთ ზონა; გარეთ კი ფოტინიით, კაქტუსებითა და ნანდინით შევქმენით ტექსტურებით სავსე, მიმზიდველი გარემო.
მცენარეები შერჩეული იყო ბიუჯეტზე, სინათლეზე და სტილზე მორგებულად. პროექტის ყველა ეტაპზე პრიორიტეტი იყო – ბუნებრივი ატმოსფერო, რომელიც სტუმარს მყუდროებით ეგებება.
ეს კიდევ ერთი სივრცეა, სადაც ჩვენი სიმწვანე ყოველდღიურობას არბილებს.























