top of page

Create Your First Project

Start adding your projects to your portfolio. Click on "Manage Projects" to get started

2 ტონა — გამწვანების მეორე სიცოცხლე

დამკვეთის შეფასება

ჩვენი დაკვეთის მთავარი გამოწვევა იყო პროექტის მომზადება და აღსრულება საკმაოდ მოკლე ვადაში, რასაც Green Art-მა საუკეთესოდ გაართვა თავი.
დაწყებული დიზაინითა, შექმნილი გამწვანების მოვლით დამთავრებული, Green Art-თან ურთიერთობა არის სასიამოვნო და მოლოდინს გადაჭარბებული პროცესი. აუცილებლად აღსანიშნია ის მისაღები ბიუჯეტი, თუ რის ფარგლებშიც კრავს Green Art-ი თავის პროექტებს. გუნდი ძალიან ორგანიზებულია, ყველაფერი ხდება ვადებისა და გამონაკლისი დეტალების გათვალისწინებით.

ლოკაცია

10, Galaktion Tabidze str, Tbilisi

შემსრულებლები

ლიკა ბაბუნაშვილი, ნატა გოგია

რესტორან “2 ტონა”-ში ახალი მმართველობის მოსვლის შემდეგ, ცვლილებების ტალღამ ინტერიერსა და ექსტერიერსაც გადაუარა — სწორედ აქ შემოვედით ჩვენ.

დაგვხვდა მცენარეები, რომლებსაც სიმწვანის ნაცვლად მშრალი ტონალობა შემორჩენოდა. ჩვენი მიზანი იყო მათთვის ახალი სიცოცხლის შთაბერვა — "პლანტური რესტავრაცია", როგორც ჩვენ ვუწოდებთ.

განვაახლეთ არსებული გამწვანება, დავამატეთ შთამბეჭდავი, ამ სივრცისთვის მორგებული მცენარეები და შევქმენით გარემო, რომელიც ახალ ატმოსფეროს ბუნებრივად ერწყმის.

შედეგი? ის უკეთ საუბრობს, ვიდრე ნებისმიერი სიტყვა — გადახედეთ ფოტოებს და თავად შეაფასეთ

უფასო
კონსულტაცია

bottom of page