top of page

Create Your First Project

Start adding your projects to your portfolio. Click on "Manage Projects" to get started

პანორამა ორბი — გამწვანება ცათამბჯენში

დიზაინერის კომენტარი

ჩვენი ამოცანა იყო მრავალი იდეისა და ხედვის გაცოცხლება, რაც დიზაინერთა გუნდმა შემოგვთავაზა. შეგვიძლია სიმშვიდით და სიამაყით ვთქვათ, რომ ობიექტი ძალიან ლამაზი და სანახაობრივია. ვიმედოვნებთ, რომ რესტორან პანორამას ყველა სტუმარი დააფასებს არა მხოლოდ უგემრიელეს სამზარეულოს და ორიგინალურ ინტერიერს, არამედ ჩვენს მიერ გამწვანებულ სივრცეებსაც!​

ლოკაცია

Orbi, Batumi

შემსრულებლები

ლიკა ბაბუნაშვილი

31, 32 და 33 სართულზე მდებარე რესტორანი „პანორამა“ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შიდა გამწვანების პროექტი იყო ჩვენი გუნდისთვის.

მაღალ სართულებზე ბუნებრივი პირობების გათვალისწინება — განათება, ჰაერის ნაკადები და მიკროკლიმატი — ჩვენთვის საწყისი ნაბიჯია. სწორედ აქედან დავიწყეთ ხედვის ფორმირება.

დიზაინის ცვლილების მიუხედავად, წარმატებით დავალაგეთ საერთო ენა ახალ გუნდთან და ყველა ზონა ისე გავამწვანეთ, რომ მცენარეებს კომფორტულად ეგრძნოთ თავი და მოვლის მხრივ მარტივი ყოფილიყო.

საბოლოოდ, „პანორამა“ იქცა სივრცედ, სადაც ფიტო-დიზაინი და არქიტექტურა ჰარმონიაშია — ბუნება ცათამბჯენის გულში.

უფასო
კონსულტაცია

bottom of page